English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ ირაკლი კოვზანაძე
მსოფლიო ეკონომიკა: COVID-19 კრიზისის ეკონომიკური შედეგები და აღდგენის პერსპექტივები

სტატიაში საქართველოს, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და პერსპექტივები კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის გავრცელების ფონზე. მასში გაანალიზებულია კოვიდ-19-ით გამოწვეული პერეტრუბაციების გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, საგარეო ვაჭრობაზე, საგადამხდელო ბალანსზე, სახელმწიფო ვალზე, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრებზე, ინფლაციაზე, დასაქმებაზე, ფინანსური სექტორის საქმიანობაზე, მდგრადობასა და ა.შ. ნაშრომში ასევე, განხილულია სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მაშტაბური ფისკალური და მონეტარული ანტიკრიზისული ღონისძიებები, შესაძლო შედეგები მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში და მათი გავლენა ცალკეული ქვეყნის, რეგიონის და გლობალურ მაკროეკონომიკურ და მონეტარულ სტაბილურობაზე, ეკონომიკურ ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე. სტატიაში საქართველოს და მთელი რიგი საზღვარგარეთის ქვეყნების მდიდარი სტატისტიკურ მონაცემების ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია პანდემიის ეკონომიკური გავლენის შედარებითი ანალიზი. სტატიაში ასევე ხაზ- 23 მსოფლიო ეკონომიკა: COVID-19 კრიზისის ეკონომიკური შედეგები და აღდგენის პერსპექტივები გასმულია ანტიპანდემიური ზომების მნიშვნელობა და ეფექტიანი საჯარო მმართველობის როლი საფინანსო-ეკონომიკური გამოწვევების მართვისა და სხვა პრობლემების დაძლევის მიმართულებით.

საკვანძო სიტყვები: გლობალური ეკონომიკა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მონეტარული სტაბილურობა, კოვიდ-19, ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, სახელმწიფო და საჯარო ფინანსები, მსოფლიო ვაჭრობა, საგადამხდელო ბალანსი, სახელწიფო ვალი.

Jel Codes: E6, E62, E63, Q02.